თეგებით ძიება

„დღეს, 19 საათზე რუსთაველზე! სოლიდარობა ჩვენს ტალახში ჩატოვებულ საქართველოს!“ - თაკო ჩარკვიანი

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას რუსთაველის პროსპექტზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

„მეგობრებო და არამეგობრებო! პოლიტიკოსებო არაპოლიტიკოსებო! მოქალაქეებო!

გამოვიდეთ დღეს, 19 საათზე, რუსთაველზე, მთავრობის სახლთან, "კანონი და სამართლით" დავიცვათ ჩვენივე ღირსება და თავმოყვარეობა, მე ჩემი თანამოაზრეებით იქ ვიქნები, ეს ხომ არ არის  პარტიული არჩევნები ბატონებო?! მოქალაქეობრივი პოზიცია სოლიდარობა გამოვხატოთ! ტალახში კვდება და იხრჩობა ამ კორუფციონერების გამო ჩვენი მომავალი! დღეს რუსთაველზე განურჩევლად ყველა! მკვდრები ხომ არ ვართ?!! მაშ მოვითხოვოთ, მოვთხოვოთ მკაცრად პასუხი ამ კორუფციონერებს!!!!!

დღეს, 19 საათზე რუსთაველზე! სოლიდარობა ჩვენს ტალახში ჩატოვებულ საქართველოს!“ - წერს ჩარკვიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა