ვუსამძიმრებთ შოვში გამანადგურებელი მეწყრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს - საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია
ევროკავშირის დელეგაცია უსამძიმრებს შოვში გამანადგურებელი მეწყრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
"საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია სამძიმარს უცხადებს შოვში გამანადგურებელი მეწყრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციას, ვიმედოვნებთ, სტიქიის ზონაში დაკარგული და ჩარჩენილი ადამიანები უვნებლად დაბრუნდებიან სახლებში“, - ნათქვამია ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. დამსვენებლებს პირველადი დახმარება სასტუმროს ადმინისტრაციამ გაუწია და შენობიდან გამოსვლაში დაეხმარა.
სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა - მუშაობა განაახლეს ვერტმფრენებმაც, რომლებმაც ღამით შეზღუდული ხილვადობის გამო, ვეღარ შეძლეს სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობა.
ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა.
სტიქიის ზონიდან 80-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ისინი ახლა უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი, მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ბანაკში იმყოფებოდნენ.
EU Delegation expresses heartfelt condolences to family & friends of those who tragically lost their lives due to devastating landslide in Shovi.
We closely follow ongoing rescue & evacuation operations & hope that those missing & stranded in a disaster area safely return home. — EU Delegation Georgia 🇪🇺 (@EUinGeorgia) August 4, 2023