მერაბ კოსტავას მეუღლე, თამთა კოსტავას დედა გარდაიცვალა
მერაბ კოსტავას მეუღლე და თამთა კოსტავას დედა, ლალი გიორგაძე 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი, ნინო მიქიაშვილი ავრცელებს.
„თამთა კოსტავას დედა, ლალი გიორგაძე 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. საჯაროდაც ვუსამძიმრებ თამთას.
ვისაც მისვლა და მისამძიმრება გინდათ, ამის გაკეთება შეგიძლიათ დღეს. ხვალ გასვენებაა.. მისამართი - უნივერსიტეტის ქუჩა N6, მეორე სართული, საპანაშვიდე დარბაზი“, - წერს მიქიაშვილი და ფოტოს აქვეყნებს.