თეგებით ძიება

ვგლოვობთ, შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაღუპულებს - რას ამბობს საერთაშორისო საზოგადოება?

შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო საქართველოს თანადგომას უცხადებს საერთაშორისო საზოგადოება.

“ჩვენ გლოვობთ შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაღუპულებს და ვიმედოვნებთ დაკარგულთა უსაფრთხო დაბრუნებას. ამ ტრაგედიის დროს ჩვენი გული ქართველ ხალხთანაა“ – წერს ესტონეთის საგარეო უწყება.

რაჭაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ევროკავშირის წარმომადგენლობაც: 

“ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გულწრფელად უსამძიმრებს შოვში დამანგრეველი სტიქიის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. ევროკავშირის წარმომადგენლობა ყურადღებით თვალს ადევნებს მიმდინარე სამაშველო და ევაკუაციის ოპერაციებს, რომლებსაც შესაბამისი უწყებები, მედიკოსები და იქ მყოფი ადამიანები ატარებენ და იმედოვნებს, რომ სტიქიის ზონაში ყველა დარჩენილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებს“. 

ყველა დაზარალებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.''-წერს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა