თეგებით ძიება

ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში მეშვიდე ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა -  მეშვიდე ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა.

მეშვიდე ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "მთის ამბებმა" გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის ცხედარი მდინარე ჭანჭახის კალაპოტში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იპოვეს. მაშველებმა ის სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს.

როგორც ღარიბაშვილი ამბობს, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მაშველებთან ერთად საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. 

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. დამსვენებლებს პირველადი დახმარება სასტუმროს ადმინისტრაციამ გაუწია და შენობიდან გამოსვლაში დაეხმარა.

სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა - მუშაობა განაახლეს ვერტმფრენებმაც, რომლებმაც ღამით შეზღუდული ხილვადობის გამო, ვეღარ შეძლეს სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობა. 

ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 7 ადამიანი ემსხვერპლა.

სტიქიის ზონიდან 80-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ისინი ახლა უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი, მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ბანაკში იმყოფებოდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა