თეგებით ძიება

შოვში სამაშველო სამუშაოებში თავდაცვის ძალები ჩაერთვება - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან და მინისტრებთან ერთად სტიქიის ზონა მოინახულა და აღნიშნა, რომ ადგილზე ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მისი თქმით, სამაშველო სამაშველო სამუშაოებში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვება.

„მაშველებთან ერთად ამ პროცესებში ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავდაცვის ჯარები. სპეცსაშუალებები ჩამოვლენ აქ და მიეხმარებიან ჩვენს მაშველებს, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს “, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. დამსვენებლებს პირველადი დახმარება სასტუმროს ადმინისტრაციამ გაუწია და შენობიდან გამოსვლაში დაეხმარა.

სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა - მუშაობა განაახლეს ვერტმფრენებმაც, რომლებმაც ღამით შეზღუდული ხილვადობის გამო, ვეღარ შეძლეს სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობა. 

ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 7 ადამიანი ემსხვერპლა.

სტიქიის ზონიდან 80-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ისინი ახლა უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი, მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ბანაკში იმყოფებოდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა