თეგებით ძიება

„გათენდა. ითათბირეს, დაალაგეს პრესასთან საკომუნიკაციო განცხადებები და დამწკრივდნენ კამერების წინ“ - რას წერს ეკა წამალაშვილი?

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ეკა წამალაშვილი სოციალურ ქსელში რაჭის ტრაგედიასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და მთავრობას უმოქმედობაში ადამაშაულებს.

„გათენდა. ითათბირეს, დაალაგეს პრესასთან საკომუნიკაციო განცხადებები და დამწკრივდნენ  კამერების წინ. რატომ არ გვაქვს ღამის ხედვის ტექნიკა?- ამ შეკითხვაზე საპასუხოდ გაქცევა მოუფიქრებიათ,მეტი ვერაფერი. ვიღაც გეოლოგს ათქმევინეს -  მყინვარის დნობამ მოგვიწყო ეს კატასტროფაო.  ღარიბაშვილი უბედურების ადგილას ახლა წავიდა. აბა,არასამუშაო საათებში ხომ არ წავიდოდა ან ეგ, ან მღებრიშვილი? კრიტიკურ დროს ასე  სამარცხვინოდ იქცევა ხალხის კი არა, ოლიგარქის ხელისუფლება. 

რატომ ვერ მოხდა ადგილზე საჭირო ტექნიკის ამუშავება დროულად?

რატომ არ აქვს  სტიქიური უბედურებების ქვეყანას ღამის ხედვის სამაშველო ვერტმფრენები?   მერამდენედ ვკითხულბთ ამას? პასუხი არაა. 

მყინვარი რომ დნება, რატომ იჩეხებოდა  უმოწყალდ რაჭის უნიკალური ტყე?!  პასუხი არაა. ყველანი პასუხს ვაგებთ ამ საშინელი  უპასუხისმგებლობისთვის. კორუმპირებული, უსაქმური, საკუთარი ჯიბისთვის ხალხთან და ბუნებასთან მებძოლი მთავრობა,  ჩვენი, ხალხის პასუხისმგებლობაა“, - წერს წამალაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა