შოვში დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა
შოვში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. მაშველებმა ცოტა ხნის წინ სტიქიის ადგილზე კიდევ ოთხი ცხედარი იპოვეს.
ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა უკვე დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ დილიდან, რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი 140 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, ვერტმფრენებით გამოიყვანეს. უსაფრთხო ადგილას გამოყვანილებს შორის ერთი თვეების ჩვილიც არის.