ზუგდიდში დედა-შვილს მანქანა დაეჯახა
ზუგდიდში ავტომობილი ზებრაზე ქვეითად გადამსვლელ დედა-შვილს დაეჯახა.
თვითმხილველების ცნობით,ავტომობილი ბორდიურზე ავიდა.
ამავე ცნობით, ორივე დაშავებულმა სხვადასხვა დაზიანება მიიღო.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ევექსში ორივე მათგანი გონზე მყოფი გადაიყვანა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და პოლიცია იმყოფება.