გითანაგრძნობთ საქართველო - საქართველოში თურქეთის საელჩო
საქართველოში თურქეთის საელჩო შოვში სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
„დიდი მწუხარებით შევიტყვეთ შოვში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაკარგული პირების შესახებ. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულ პირებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. გითანაგრძნობთ საქართველო“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული.