თეგებით ძიება

მადლობელი ვარ ღმერთის, რომ გადამირჩინა შვილები... - კახა კალაძის ემოციური განცხადება

თბილისის მერი, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მისმა ოჯახმა შოვი სტიქიის დაწყებამდე, რამდენიმე საათით ადრე დატოვა.

„ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილი და არა მეუღლე, ისვენებდა შოვში ორი კვირის განმავლობაში. ეს მართლაც ასე იყო და ყოველ ზაფხულს ჩვენ ვსტუმრობდით რაჭას, ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს ამ კუთხის და მხარის მიმართ. გუშინ, სანამ სტიქია დაიწყებოდა, რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს აღნიშნული ტერიტორია და რამდენიმე საათში დაიწყო ეს უბედურება, რაც დღეს გვაქვს სახეზე. ის სპეკულაციები მეც ვნახე.

მიზანმიმართულად მიმდინარეობს. „ტვ პირველს“ მინდა მივმართო, რომ ხართ სამარცხვინოები, როდესაც ასეთი ტრაგედიის, უბედურების ფონზე ამგვარ სპეკულაციებს ავრცელებთ. ასაუბრებთ ქალბატონს, რომელიც უდიდესი უბედურების წინაშე დგას, ეძებს თავისი ოჯახის წევრებს და სპეკულირებთ, თითქოს ჩემმა შვილებმა გამოიყენეს ვერტმფრენი და ისე დატოვეს ტერიტორია. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ გადამირჩინა შვილები. ვთქვათ, იქ რომ ყოფილიყვნენ ჩემი შვილები, უნდა დაეტოვებინათ სამაშველო ღონისძიების დროს და არ უნდა ჩაესვათ ვერტმფრენში და არ გადმოეყვანათ? საერთოდ არ მესმის რაზეა საუბარი“, - განაცხადა კალაძემ.

ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც სტიქიის ზონაში ეძებდა თავისი ოჯახის წევრებს, განაცხადა, რომ სტიქიის დროს პირველ რიგში სასტუმროდან ვერტმფრენით მოხდა კალაძის ოჯახის ევაკუირება. მოგვიანებით „სანსეტ შოვის“ მმართველი კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სასტუმროში თბილისის მერის, კახა კალაძის ოჯახი მართლაც იმყოფებოდა, თუმცა სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვეს სასტუმრო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა