სასამართლომ ალექსეი ნავალნის "ექსტრემიზმის" საქმეზე 19 წელი მიუსაჯა
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ კოლონიაში გამართულ გასვლით სხდომაზე ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სასამართლო პროცესი დახურული იყო. ის 19 ივნისს დაიწყო და ერთ თვეს გაგრძელდა, ყველა სხდომა დახურულ რეჟიმში იმართებოდა.
რუსეთის ხელისუფლება "ექსტრემისტულად" მიიჩნევს ნავალნის მიერ დაარსებულ ორგანიზაციას - კორუფციასთან ბრძოლის ფონდს, რომელმაც რუსი პოლიტიკოსების კორუფციასა და მათ ქონებაზე არაერთი საგამოძიებო მასალა მოამზადა.
სასამართლო სხდომა ვლადიმირის ოლქის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაიმართა, სადაც პოლიტიკოსი თაღლითობის ბრალდებით ცხრაწლიან სასჯელს იხდის.
ალექსეი ნავალნი თაღლითობის ბრალდებით უკვე იხდის ცხრაწლიან პატიმრობას ვლადიმირის რეგიონის მეექვსე კოლონიაში.