თეგებით ძიება

მზად ვართ, დაკარგულთა ოჯახის წევრები ვერტმფრენით შევიყვანოთ და თვითონ ნახონ, თუ რა მძიმე სიტუაციაა- თემურ მღებრიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგულთა ოჯახის წევრებს შეხვდა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, და­კარ­გულ­თა ოჯა­ხის წევ­რებს სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრს ვერ­ტმფრე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნე­ბენ.

"იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს შევ­ხვდით, ვის­თა­ნაც და­კონ­ტაქ­ტე­ბა ამ დრომ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა. მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი მო­ვახ­სე­ნეთ, თუ რა სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა თვი­თონ სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრში.

მათ სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვეს, უშუ­ა­ლოდ ნა­ხონ სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრი და ჩვენ მზად ვართ, შე­ვიყ­ვა­ნოთ ვერ­ტმფრე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით და თვი­თონ ნა­ხონ, თუ რა მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა. სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვეს და შე­სა­ბა­მი­სად, თავი ვალ­დე­ბუ­ლად ჩავ­თვა­ლეთ, ეს სურ­ვი­ლი და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლოთ“, - გა­ნა­ცხა­და მღებ­რიშ­ვილ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა