თეგებით ძიება

სტიქიით დაზარალებულებო და დაზარალებულთა ახლობლებო, მზად ვართ უფასოდ მოგემსახუროთ - რა განცხადებას ავრცელებს ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპიის სახლი „კამარას“ ხელმძღვანელი ნათია ფანჯიკიძე შოვის სტიქიის დროს დაზარალებულებს და დაზარალებულთა ახლობლებს უფასო მომსახურეობას სთავაზობ:

„სტიქიით დაზარალებულებო და დაზარალებულთა ახლობლებო, ვისაც მოგწვდებათ ინფორმაცია: როდესაც ტრავმა იმ წუთის მომხდარი ან ჯერ არდასრულებული, ანუ მიმდინარეა, თერაპევტები მაშინვე არ ერთვებიან. ამ დროს მუშაობს ადამიანის საკუთარი რესურსი  ტრავმის გადასამუშავებლად. თუ შეატყობთ, რომ გადის რამდენიმე კვირა და  არ გშორდებათ, გახანგრძლივდა მძიმე განცდები, არ გტოვებთ მტანჯველი კადრები, რათქმაუნდა უფასოდ ვართ მზად მოგემსახუროთ. ასევე, თუ თვლით, რომ ახლავე გჭირდებათ ე.წ. კრიზისული ინტერვენცია/პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება  ტრავმის პრევენციისთვის, შეგიძლიათ მოგვმართოთ დღესვე.

მივიღებთ ზრდასრულებსაც და მცირეწლოვნებსაც“ - წერს ნათია ფანჯიკიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა