თეგებით ძიება

ეს არის ნაძირალა, რომელიც მზადაა იკადროს და გააკეთოს ყველაფერი - კახა კალაძე კახა ოქრიაშვილზე

თბილისის მერი კახი კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლის, კახა ოქრიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა - „თუ დადგინდა, რომ კალაძემ სტიქიის ზონიდან ოჯახის გამოყვანისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ძვირად ღირებული ტექნიკა გამოიყენა, მას პატიმრობა უნდა შეეფარდოს“. კახი კალაძის თქმით, მისი სამი არასრულწოვანი შვილი მართლაც იმყოფებოდა შოვში, თუმცა ტერიტორია სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვეს. 

"ეს გახლავთ ნაძირალა ადამიანი, რომელსაც შეუძლია იკადროს და გააკეთოს ყველაფერი. მე თავს შევიკავებ ოქრიაშვილზე საუბრისგან. საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არის, რას წარმოადგენს და როგორი ნაძირალაა.

ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილი ისვენებდა შოვში ორი კვირის განმავლობაში. ეს მართლაც ასე იყო და ყოველ ზაფხულს ჩვენ ვსტუმრობდით რაჭას. ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს ამ მხარის მიმართ. გუშინ არდადეგები დამთავრდა. ვიდრე სტიქია დაიწყებოდა, რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს აღნიშნული ტერიტორია, სასტუმრო.

მადლობელი ვარ ღმერთის, რომ გადამირჩინა შვილები. ვთქვათ, იქ რომ ყოფილიყვნენ ჩემი შვილები, უნდა დაეტოვებინათ სამაშველო ღონისძიების დროს და არ უნდა ჩაესვათ ვერტმფრენში, არ უნდა გადმოეყვანათ? საერთოდ არ მესმის, რაზეა საუბარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამარცხვინოები ხართ, როდესაც ასეთ მიზანმიმართულ სიბინძურეს ავრცელებთ," – განაცხადა კახა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა