შოვში, სტიქიის ზონაში ჯარის შეყვანა დაიწყო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალები ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში იმყოფებიან.
სამხედროები სპეციალური აღჭურვილობით სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში ჩაერთვებიან.
გადაწყვეტილება ამის თაობაზე დღეს, ონში ჩასულმა ხელისუფლების პირველმა პირებმა მიიღეს. ადგილზე იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი, რომელმაც განაცხადა, რომ სამხედროები სტიქიის ზონაში შესაბამისი აღჭურვილობითა და ტექნიკით ჩავლენ.
როგორც თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სტიქიის ადგილზე ყოფნისას აღნიშნა, სამაშველო სამუშაოებში კონკრეტულად მონაწილეობას მიიღებდნენ გვარდიის დანაყოფები, რომლებსაც შესაბამისი აღჭურვილობა აქვთ.