თეგებით ძიება

რა ფიდბექი მოგიტანთ ბათუმში გაკეთებულმა გრძელმა თუ მოკლე როქმა ?მაგ 30 მილიონად - ორი "სუპერ პუმა" მოდიოდა სრულად აღჭურვილი -პაპუნა ფირალიშვილი

„ქვეყანას ამხელა ტურისტული პოტენციალი ჰქონდეს და ასე ანიავებდეს უსაფრთხოების სისტემის არ ქონით, არის დანაშაული“ - სოციოლოგი პაპუნა ფირალიშვილი სოციალურ ქსელში შოვში მომხდარი ტრაგედიის შესახებ წერს:

„ვერტფრენზე რამე რო დავწერო ეგრევე მიშარასტი ვხდები ხო ?! 

ურემი ახლა არ გადაბრუნებული, ის ყოველ ტურისტულ წელს გვიბრუნდება და გზას გვაჩვენებს. შემიძლია ბოლო 5 წლის ტრაგედიები ჩამოვთვალო სადაც სამაშველო ვერტმფრენები იყო საჭირო, აღარაფერს ვამბობ სითბური ხედვის კამერით აღჭურვილ დრონზე...

წუხელ აღმოჩნდა რომ ესეთი დრონი მხოლოდ M.A.P მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ ყავს და ისიც ჩვენი, მოძრაობის წევრების აგროვებული თანხებით არის ნაყიდი. ეს ორგანიზაცია გაცილებით მეტ ბრაკონიერულ შემთხვევას აფიქსირებს და შესაბამის სტრუქტურებს გადასცემს ვიდრე გარემოს დაცვის ინსპექცია:( 

გაგახსენოთ რამდენ პარაზიტ ორგანიზაციას ვაფინანსებთ ბიუჯეტიდან ? რამდენ კონცერტს თუ ღრეობას. 

ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადა დაგვიჯდა 30 მილიონი!!!  ერთი რა ფიდბექი მოგიტანთ ბათუმში გაკეთებულმა გრძელმა თუ მოკლე როქმა ? მართლა მაინტერესებს, არ ვხუმრობ, მაგის დრო არაა...

მაგ 30 მილიონად - ორი "სუპერ პუმა" მოდიოდა სრულად აღჭურვილი.

მე აქ ჭადრაკს არ ვერჩი, არც მის სპორტის სახეობად ყოფნა არ ყოფნაზე არ ვლაპარაკობ, უბრალოდ ტურისტული ქვეყნისთვის უსაფრთხოება არის მთავარი და მას ვერ ვუზრუნველყოფთ. 

ტურისტული ქვეყნის იმიჯი მარტო ლამაზი ხედები არაა, გადმოსახედთან მისვლაა საჭირო და იქიდანაც უსაფრთხოდ დაბრუნება. 

ქვეყანას ამხელა ტურისტული პოტენციალი ჰქონდეს და ასე ანიავებდეს უსაფრთხოების სისტემის არ ქონით, არის დანაშაული, ისეთივე როგორიც კორუფცია თუ სახელმწიფო ქონების არასწორი გადანაწილება. 

P.S. ტყუილად ამ პოსტს პოლიტიკურს ნუ მიაწებებთ, დაგსჯით და წვიმაში აბანოს უღელტეხილზე გამგზავრებთ, იქნებ მაშინ მაინც მიხვდეთ რა პოტენციალს ანიავებთ !“ - წერს პაპუნა ფირალიშვლი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა