თეგებით ძიება

„ვეძებთ ამ ქალბატონს, რადგან მან ნახა ბოლოს დაკარგული ნატო ჭელიძე და მისი 3 პატარა“ - სოციალურ ქსელში მიმართვა ვრცელდება

შოვში, სტიქიის ზონაში ამ ეტაპზე 25 ადამიანს ეძებენ. სოციალურ ქსელში არაერთი განცხადება იდება დაკაგულების შესახებ.

ცოტა ხნის წინ მოქალაქემ სტიქიის ზონაში მყოფი ერთ-ერთი ქალის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მას ეძებს, რადგანაც სწორედ მან ნახა ბოლოს ამ დრომდე დაკარგულად მიჩნეული ნატო ჭელიძე და მისი მცირეწლოვანი შვილი.

“ადამიანებო, ვეძებთ ამ ქალბატონს, რადგან მისი თქმით მან ნახა ბოლოს დაკარგული ნატო ჭელიძე და მისი 3 პატარა. გვაინტერესებს ზუსტი დეტალები. ძალიან გთხოვთ თუ ვინმეს გეცნობათ, მომწერეთ ან დამირეკეთ 591 802 300”, – წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე.

წყარო: fortuna.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა