ლელა წურწუმიამ ბათუმში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა
მომღერალმა ლელა წურწუმიამ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო ბათუმში, კლუბ „სოჰოში“ დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ამის შესახებ ლელას პროდიუსერი კახი მამულაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მეგობრებო დღევანდელი კონცერტი რა თქმა უნდა არ ჩატარდება, მიზეზს ახსნა არაა საჭირო
ღმერთმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილების სულები, და იმედია დაკარგულების გადარჩენის შანსი არსებობს კიდევ“ - წერს კახა მამულაშვილი.