თეგებით ძიება

„ერც ერთ სტიქიას შსს-მ ამ წლების მანძილზე პრევენციის, ადეკვატური მართვის და ტექნიკური აღჭურვის სახით თავი ვერ გაართვა„ - ალექსანდრე ელისაშვილი

“ფაქტია რომ ვერც ერთ სტიქიას შსს-მ ამ წლების მანძილზე პრევენციის, ადეკვატური მართვის და ტექნიკური აღჭურვის სახით თავი ვერ გაართვა”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ფაქტია რომ ვერც ერთ სტიქიას შსს-მ ამ წლების მანძილზე პრევენციის, ადეკვატური მართვის და ტექნიკური აღჭურვის სახით თავი ვერ გაართვა. ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი მოცემულობის, გეოგრაფიის და რელიეფის გათვალისწინებით აუცილებელია საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტი გამოეყოს უწყებრივ მონსტრს - შსს-ს და ჩამოყალიბდეს ცალკე სამინისტროდ, სერიოზული, ადეკვატური ბიუჯეტით და მოქნილი მენეჯმენტით. მარტო მაშველების გმირობის იმედად ვართ ეს პერიოდია და ცნობილი ფაქტია გმირობები სადაც საჭიროა იქ ლოჯისტიკა და მართვაა მოშლილი“ - წერს ელისაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა