თეგებით ძიება

„ღრმად თანავუგრძნობთ საქართველოს საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ საზოგადოებას თანაგრძნობას უცხადებს რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო.

ზელენსკი განცხადებას "ტვიტერზე" ქართულ ენაზე აქვეყნებს.

„ღრმად თანავუგრძნობთ საქართველოს საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ყველა დაშავებულს“, - წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს სტიქიას რაჭაში 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 25-ზე მეტ ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო-სამუშაოებში ჩართულია 400-მდე მაშველი, ორი ვერტმფრენი, პროცესში ჩაერთვება ჯარიც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა