რა მძიმეა, რა სამწუხაროა - შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა.
ცოტა ხნის წინ ადგილზე კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვს.
ჯერჯერობით უცნობია გარდაცვლილის ვინაობა.
სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 15:00 საათზე ჩამოიშალა. ამ დროისთვის, რაჭაში, სტიქიის ზონაში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, ხოლო 25 დაკარგულ ადამიანს ეძებენ.