"ჯერ კიდევ 1962 წელს გეოლოგმა მამაჩემმა თქვა, გლოლაში დარჩენა როგორ შეიძლება, მდინარე წაგვლეკავსო...“ - რას ამბობს სეისმოლოგი?
სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც წლების წინ მომხდარ ამბავს იხსენებს.
„ბუნებრივი კატასტროფები ხდებოდა, ხდება და მოხდება - იქ სადაც ლამაზი მთები, ხეობები, ჩქარი მდინარე და თვალწარმტაცი ბუნებაა - არის რისკიც, ღვარცოფი, მეწყერი, წყალმოვარდნა და ა. შ. ამ ყველაფრისაგან ერთადერთი დაცვა კი ამ საფრთხეების ცოდნა, რისკის შეფასება და მისი სწორი მართვაა.1961 თუ 1962 წელს, მამაჩემი, გეოლოგი შოთა ჯავახიშვილი იმ დროისათვის გეოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომელი მონაწილეობდა რაჭის გეოლოგიურ ექსპედიციაში.
თავდაპირველად მას უნდა შეერჩია ადგილი ბანაკისათვის. სოფელ გლოლაში მას ურჩიეს ბანაკი შოვში მდინარის პირას გაეკეთებინათ.მამაჩემმა ეს ადგილი დაიწუნა, თქვა - აქ დარჩენა როგორ შეიძლება, მდინარე წაგვლეკავსო და წაიყვანა ექსპედიცია სოფელ გლოლაში. შემდეგ ექსპედიციას ესტუმრა გეოლოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელობაც, მათ შორის ბატონი ალექსანდრე ჯანელიძე (ქართული გეოლოგიის მამა), ის ბევრი საკითხით დაინტერესდა და მათ შორის შოვთან დაკავშირებული ბუნებრივი საფრთხეებით, მოინახულა ეს ადგილები ადგილები და ადგილობრივ ხელისუფლებას, ყველა დონეზე გააცნო რისკები, რომ იქ არაფრის აშენება შეიძლებოდა - პასუხი კი იყო, აქ ხალხი შიმშილობს, კატასტროფა კი რაზეც საუბრობთ, შეიძლება 100 წელიც არ მოხდეს...
და აშენდა "ტურბაზა" შოვში, იმ ნაცნობ რისკებზე და იმ დაშვებებით, რომ პრობლემა ან დადგება ან არა... გაგრძელდა მშენებლობა და არვის ამ რისკებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, არავინ გაუფრთხილებიათ, მეცნიერებისთვის არავის მოუსმენია - არადა კატასტროფა მოულოდნელი არ ყოფილა...ეს ისტორია კი 92 წლის დედაჩემმა გაიხსნენა, შენ არ გემახსოვრება 3-4 წლის იქნებოდიო (რა თმა უნდა, მე ეს არ მახსოვდა და დედაჩემის მონაყოლს უცვლელად გთავაზობთ, მხოლოდ ტერმინები საფრთხე და რისკი დავაზუსტე)“, - წერს ჯავახიშვილი.