თეგებით ძიება

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა შორის რუსეთის მოქალაქე, ქსენია ტრიჩევაა

შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ შოვში, სტიქიის ზონაში რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევას ცხედარი იპოვეს. 31 წლის ქალის ცხედარი ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა მორგში ამოიცნო.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქსენიას ოჯახსა და მეგობრებს", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსი ქალის ნაცნობები ტელეფონით დაუკავშირდნენ რუსეთის ინტერესების განყოფილებას მისი ადგილსამყოფელის დადგენაში დახმარების თხოვნით. ქსენია ტრიჩევა წარმოშობით რუსეთის ქალაქ პერმიდანაა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა