თეგებით ძიება

„წიხლი ხომ კრა ქვეყანამ პროფესიონალიზმს და განათლებას,ხოდა ვიმკით უვიცობის, უგუნურების, გაუთლელი ხეპრეობის შედეგებს! - რა ფოტო ვრცელდება სოც-ქსელში?

„ფოტოზე ხედავთ საბჭოთა კავშირის დროს აგებულ შენობა-ნაგებობებს, რაც მომხდარ ღვარცოფს გადაურჩა“ - სოციალური ქსელის მომხმარებელი ლალი ქაშმაძე ფეისბუქის პირად გვერდზე ფოტოს და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

დედა მყავს კარტოგრაფი. თითქმის 40 წელი ემსახურა ქვეყანას. თუ რამე სახის რუქა იქმნებოდა საქართველოსთვის, დედაჩემის ინსტიტუტი აკეთებდა. უშუალოდ დედაჩემი და მისი კოლექტივი ხაზავდა. დედაჩემის სამსახური აერთიანებდა გეოლოგებს, კარტოგრაფებს, გეოდეზებს და სხვა მრავალი პროფილისა და განათლების მქონე პროფესიონალებს. მერე მიშა მოენძრა და დედას სამსახური დახურა. ნაგავზე მოისროლა პროფესიონალები. 

(მთელი ბავშვობა მახსოვს დედაჩემი ლამპის შუქზე, სპეციალური მელნითა და სპეც-კალმით ხაზავდა. იმ მელნის სუნი არ დამავიწყდება მთელი ცხოვრება- ყარდა:)) 

კეთდებოდა ყველა სახის რუქა! 

დაწყებული მეწყრული ზონებით, დამთავრებული სასაფლაოს რუქებით! ხვდებით რა დონის პროფესიონალური ინსტიტუტი იყო? 

საბჭოთა კავშირს რომ აგინებთ და აფურთხებთ, იცოდით, რომ იმ პერიოდში აშენებული ნაგებობები სანამ აიგებოდა, მანამდე უმკაცრეს კონტროლს გადიოდა, როგორც პროექტი, ისე გეოლოგიური კვლევები და დასკვნა-ნებართვები გაიცემოდა მხოლოდ მაშინ, როცა უსაფრთხოების ყველა ნორმა წესრიგში იქნებოდა ...

(ახლა არ გეგონოთ, რომ დედაჩემი საბჭოეთის ფანი იყო 😁 იმ პერიოდში როგორც ხდებოდა ამას ვუსვამ ხაზს)

მადლობა ღმერთს ჯერ კიდევ გვყავს ქვეყანაში პროფესიონალი ხალხი, მაგალითად თეა გოდოლაძე...რომელსაც არასდროს არავინ უსმენს! (ფაქტია!)  დიახ! ჯერ კიდევ გვყავს პროფესიონალი ადამიანები, მთავარია მათი მოსმენა და მათი ნათქვამის გათვალისწინება ვისწავლოთ! 

(შესაძლოა კიდევ ბევრი გვყავს, უბრალოდ თეა გოდოლაძე ვიცი, დედასგანაც ვიცი, რომ ნამდვილად პროფესიონალია!) 

ფოტოზე ხედავთ საბჭოთა კავშირის დროს აგებულ შენობა-ნაგრბობებს, რაც მომხდარ ღვარცოფს გადაურჩა. 

1. 

ე.წ. 'სტალინის სახლი'.

2. 

ყოფილი ტურბაზა/ 

სასტუმრო "რაჭა".

3. 

სასტუმრო "სანსეტ შოვი".

4. 

კოტეჯების ადგილი.

5. 

შოვში მისასვლელი 

მთავარი გზა. 

6. 

მდინარე   ბუბა.

7. 

მდინარე  ჭანჭახი.

8. 

მინერალური წყალი.

წიხლი ხომ კრა ქვეყანამ პროფესიონალიზმს და განათლებას, ხომ უღირსად და აგდებულად ვეპყრობით მცოდნე ხალხს, ხომ არასდროს არ ვეკითხებით ჭკუას, ან რჩევას მათ, ვინც ჩვენზე მეტი იცის საკითხზე ...

ხოდა ვიმკით და კიდევ ბევრჯერ მოვიმკით უვიცობის, უგუნურების, გაუთლელი ხეპრეობის შედეგებს_ წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა