ცხედარი დედამ ამოიცნო - შოვში, სტიქიის დროს გარდაცვლილი ერთ-ერთი ახალგაზრდა დავით ბერიაშვილია
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შოვში, სტიქიის დროს გარდაცვლილი ერთ-ერთი ახალგაზრდა დავით ბერიაშვილია. ცხედარი დედამ ამოიცნო. დავით ბერიაშვილი შოვში გიორგი და სოფო ყარალაშვილებთან ერთად იმყოფებოდა. მათ შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი.