მსოფლიო ბირთვული საფრთხის წინაშეა - ანტონიუ გუტერეში
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ქალაქ ხიროშიმას დაბომბვიდან 78-ე წლისთავზე მსოფლიოს ბირთვულ იარაღზე უარის თქმისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, ეს არის ერთადერთი გზა, რათა ბირთვული ომის საფრთხე გაქრეს.
გუტერეშის განცხადებით, მსოფლიოში იზრდება უნდობლობა და უთანხმოება და კვლავ ისმის საუბრები ბირთვულ ომზე.
„ბირთვული ჩრდილი, რომელიც მსოფლიოს ცივი ომის დროს დაადგა, ისევ გამოჩნდა და ზოგიერთი ქვეყანა კვლავაც უგუნურად აჟღარუნებს ბირთვულ იარაღს, იმუქრება ამ განადგურების საშუალების გამოყენებით“, – ნათქვამია გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებაში.