შე უჯიშო, რა დროს ფეხბურთია? დააკვირდი კარგად, სად არის კახი კალაძე! - თამთა მეგრელიშვილი გიგა მაქარაშვილს მიმართავს
რამდენიმე საათის წინ სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც თბილისის მერს, კახა კალაძეს ლონდონში, უკრაინის მხარდამჭერ მატჩზე არყოფნის გამო უსაყვედურა:
„Shota Arveladze რომ დგას ახლა შევჩენკოსთან ერთად უკრაინის მხარდასაჭერ მატჩზე და კალაძე არა… აი, მაგაზე დიდ შეურაცხყოფას კალაძეს ვერავინ და ვერაფერი მიაყენებს!
კალაძე რატომ არაა? დარწმუნებული ვარ ბევრი იკითხავდა დღეს ლონდონში!
იმიტომ რომ რუსეთის მხარესაა და ლეგენდებს შორის მისი ადგილი არაა!“- დაწერა მაქარაშვილმა სოციალურ ქსელში.
ფეისბუქ პოსტს ჟურნალისტი თამთა მეგრელიშვილი გამოეხმაურა და მაქარაშვილს შეახსენა, რომ დღეს საქართველოს განსაცდელი უდგას და კახა კალაძე იქაა, სადაც ხალხს უჭირს:
„ახლა მივმართავ ცნობილ თაღლითს და უკრაინაში, ომის მიმდინარეობისას ხელის მომთბობ ნაძირალას - შე უჯიშო, შე მართლა რუსის ნათრევო, რა დროს ფეხბურთია?
დააკვირდი კარგად, სად არის კახი კალაძე! არის იქ, სადაც საქართველოს უჭირს, ანუ შოვში.
ფეხბურთი იმან ითამაშოს ამ უმძიმეს დროს, ვისაც უნდა.
შენ კი უკანასკნელ ნაძირალად დარჩები მუდამ!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.