თეგებით ძიება

„ეს არის მყინვარი თბილისა რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც დაიწყო შოვის სტიქია“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ლევან ტიელიძე?

 სურათების შედარება გვიჩვენებს მყინვარის მნიშვნელოვან შემცირებას 2010-2012 წლებში - ახალ ზელანდიაში მოღვაწე ქართველი მკვლევარი, გეოგრაფიის დოქტორი, გეომორფოლოგი და გლაციოლოგი ლევან ტიელიძე სოციალურ ქსელში მყინვარი თბილისას ფოტოებს აქვეყნებს და ტრაგედიის გამომწვევი სავარაუდოდ მიზეზების შესახებ წერს:

„ეს არის მყინვარი თბილისა რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც დაიწყო შოვის სტიქია. სურათების შედარება გვიჩვენებს მყინვარის მნიშვნელოვან შემცირებას 2010-2012 წლებში. სწორედ ასეთი დიდი შემცირების გამო 2012 წელს ჩვენი საველე კვლევის დროს მყინვარის მარკირება ვეღარ შევძელით.

❄️საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესის გამო, კიდევ ერთხელ რომ ხაზი გავუსვათ მყინვარების მნიშვნელობას კავკასიის რეგიონისთვის და გარკვეული ციფრებიც მოვიყვანოთ.

1. ჩევნს მიერ ჩატარებულმა კავკასიონის მყინვარების ბოლო ინვენტარიზაციამ აჩვენა, რომ 2000-2020 წლებში კავკასიონის მყინვარების საერთო ფართობი 320 კვ კმ-ით (23%) შემცირდა. შედარებისთვის ეს იგივეა რაც მთლიანი აბაშის რაიონის ფართობი (322 კვ კმ). კიდევ უფრო მეტი შედარებისთვის, ამ პერიოდის შემცირება ოთხჯერ მაღალია 1911-1960 წლების ანალოგიურ მონაცემებთან. სამჯერ მაღალი ვიდრე ეს იყო 1960-1986 წლებში, და ორჯერ მაღალი ვიდრე იყო 1986-2000 წლებში. განსაკუთრებით მაღალი დნობა ფიქსირდება 2014 წლიდან. პუბლიკაცია გამოქვეყნებულია 2022 წელს ჟურნალში The Cryosphere და ხელმისაწვდომია ყველასთვის ღია წვდომის ბმულზე 👉https://tc.copernicus.org/articles/16/489/2022/

2. ჩვენს მიერ ჩატარებული მეორე კვლევა ადასტურებს რომ ფართობის შემცირების პარალელურად მცირდება კავკასიონის მყინვარების სისქე, მასა, და მოცულობა. მაგალითად, მყინვარების სისქეში შემცირების საშუალოწლიური მონაცემები 2000-2010 წლებში შეადგენდა 50 სანტიმეტრს, ხოლო 2010-2019 წლებში ეს მაჩვენებელი უკვე 1.5-ჯერ იყო მომატებული და შეადგენდა 75 სანტიმეტრს. საერთო ჯამში ჩვენი მონაცემებით 2000-2019 წლებში კავკასიონის მყინვარების მასა 13 კუბური კილომეტრით შემცირდა, რაც დაახლოებით 11 მილიარდი ტონა წყლის ექვივალენტია. პუბლიკაცია გამოქვეყნებულია 2022 წელს ჟურნალში Atmosphere და ხელმისაწვდომია ყველასთვის ღია წვდომის ბმულზე“ - წერს ევან ტიელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა