თეგებით ძიება

„სრულიად გულწრფელად და არაჩასაფრებულად მაინტერესებს ორი რამ..“ - რას წერს ნიკა გვარამია?

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

„სრულიად გულწრფელად და არაჩასაფრებულად მაინტერესებს ორი რამ:

1. რატომ არ ჩანს შსს მინისტრი გომელაური, რომლის უწყების ნაწილია (თუ არ ვცდები) სამაშველო სამსახური და რომელმაც პირველი განცხადება გააკეთა ბათუმის ტრაგედიაზეც და პარაპლანის ტრაგედიაზეც? ან იქნებ სადმე გამოჩნდა და მე გამომრჩა?

2. რატომ არ ითხოვა, მეტიც, უარი თქვა საქართველომ მეგობარი ქვეყნების მიერ შემოთავაზებული დახმარების მიღებაზე? ამის რაიმე რაციონალური ახსნა თუ გაკეთდა (თუ საერთოდ შესაძლებელია ასეთი არსებობდეს)?… ეს ორი საკითხი სრულიად გაუგებრად მეჩვენება და ჩემთვის ახსნას ვერ ვპოულობ“ - წერს გვარამია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა