ამ ქვეყნებს აქვთ გამაფრთხილებელი სისტემა, ამიტომ მეწყერით გამოწვეული ჯამური სიკვდილიანობა იცით რამდენია? 0 - იოანე მახარაძე
ამიტომ გვინდა ევროპა, ამიტომ ვიბრძვით ასე. თორემ მართლა რამე ამოჩემება კი არ გვაქვს! - სოციალური ქსელის მომხმარებელი იოანე მახარაძე ბუნებრვი კატაკლიზმების დროს ევროპაში მოქმედი უსაფრთხოების სისტმების შესახებ წერს:
„მეგობრებო, პირველ სურათზე ხედავთ ავსტრიის მასიურ მეწყერს, 2022 წელი. მეწყერი ჩამოწვა ალპების ერთ-ერთი მყინვარის დნობის გამო და წალეკა სოფელი, ამას დაერთო ძლიერი
ნალექი, რომელმაც ღვარცოფიც გამოიწვია.
მეორე ფოტოზე შვეიცარიაა, იქაც ალპების მყინვარის დნობა და დიდი რაოდენობის ნალექია დამნაშავე. 2023 წელია.
მეწყერით გამოწვეული ჯამური სიკვდილიანობა იცით რამდენია? 0, მხოლოდ 1 მძიმედ დაშავებული ავსტრიაში.
რატომ? ამ ქვეყნებს აქვთ გამაფრთხილებელი სისტემა, მათ შეუძლიათ მყისიერად ნახონ ზედხედის ფოტოები. შეგახსენებთ: ზედხედის ფოტოები 27 ივლისიდან 4 აგვისტომდე უკვე აჩვენებდა შოვის თავზე მდინარის კალაპოტის გაგანიერებას. (წყარო: ქართველი მეცნიერები, Landsat-ის ფოტოები)
ამიტომ გვინდა ევროპა, ამიტომ ვიბრძვით ასე. თორემ მართლა რამე ამოჩემება კიარ გვაქვს! “ - წერს მახარაძე.