თეგებით ძიება

მაიკ პენსმა შესაძლოა, სასამართლოზე დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს

„სიბიესთან“ ინტერვიუში აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ სასამართლოზე დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ გამორიცხავს.

„ხალხი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ჩვენ დავემორჩილებით კანონს, ჩვენ კანონის მოთხოვნას ვუპასუხებთ. ჩვენ, უბრალოდ, სიმართლეს ვიტყვით“, – განაცხადა პენსმა, რომელსაც, დონალდ ტრამპთან ერთად სურს, 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს.

დონალდ ტრამპს პირველ აგვისტოს წაუყენეს ბრალი 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე. თავად ტრამპი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა