რუსთავში კაცმა ყოფილ ცოლს სცემა
ოჯახური ძალადობის ფაქტი რუსთავში - "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ძველ რუსთავში, 50 წლამდე ქალსა და მის ყოფილ ქმარს შორის სიტყვიერი შელაპარაკება კამათში გადაიზარდა და ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. კაცმა ქალს სცემა.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. სამართალდამცავებმა კაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.