თეგებით ძიება

სოფელ ზოდში მეწყერის ჩამოწოლის საფრთხის გამო ადგილობრივებმა აქცია გამართეს

ჭიათურაში, სოფელი ზოდის მაცხოვრებლებმა აქცია გამართეს. მათ პრეტენზიები "ჯორჯიან მანგანეზთან" აქვთ და ამბობენ, რომ მარგანეცის მომპოვებელი სამუშაოების გამო სოფელში მეწყერის ჩამოწოლის საფრთხე არსებობს. მოსახლეობა კომპანიის სოფლიდან გასვლას ითხოვს.

მოძრაობას გავაჩერებთ და იმ შემთხვევაში თუ ჭიათურის მერი და სახელმწიფო მმართველი ზოდში არ ამოვა, აქ დაანონსდება საერთო მობილიზაცია ზოდის. მეწყრული პროცესი დაწყებულია, 100 მეტრის სიმაღლეა და ზევით მცხოვრებელებს პირდაპირი საფრთხე ემუქრებათ, - ამბობს ადგილობრივი. 

განგაშია ჯუთათაშიც. მოსახლოება აქ აცხადებს, რომ სოფლამდე მისასვლელი გზა დანგრეულია, თუმცა პრევენციული ზომები ადგილზე ამ დრომდე არ გატარებულა. 

წყარო: ტვ პირველი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა