თეგებით ძიება

„ცოლი ხეზე აიყვანა და უკან შებრუნდა სხვების დასახმარებლად“ - რას წერენ გმირულად დაღუპულ ბიჭზე?

თავად სამშვიდობოს გავიდა, მაგრამ ადამიანები ვერ დატოვა მარტო - შოვის სტიქიის დროს გმირულად დაღუპულ გორგი გოგინაშვილზე სოციალურ ქსელში წერენ:

„ამ გმირ ბიჭზე უნდა დავწერო გიორგი გოგინაშვილზე შოვის სტიქიის დროს თავად სამშვიდობოს გავიდა, მაგრამ ადამიანები ვერ დატოვა მარტო... ცოლი ხეზე აიყვანა და უკან შებრუნდა სხვების დასახმარებლად. ის სხვები გადაარჩინა დედა-შვილი და ერთი ქალბატონი, შემდეგ კი ცოლთან დაბრუნებულა ისევ. სწორედ ამ დროს ემსხვერპლა სტიქიას. წაუღია ის ხე მეწყერს, ყოველთვის ასეთ გმირებზე იდგა, ახლაც ასეთ გმირებზე დგას და მომავალშიც ასეთ გმირებზე იდგება საქართველო.მარადიული ხსოვნა ამ გმირ ბიჭს.ძალიან ძნელია საკუთარ თავში იპოვო ძალა, რომელიც სიკვდილის შიშს დაგავიწყებს, ეს ერთეულებს შეუძლიათ მხოლოდ. მათი სახელი უსასრულოდ უნდა ტრიალებდეს წიგნებში და ტელევიზიებში. ბავშვები მათი საგმიროო საქმეების ისტორიებით უნდა გავზარდოთ! დიდება და მარადიული ხსოვნა შენს სახელს გიორგი“,- წერს მოქალაქე.

წყარო: spnews.io


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა