ასეთ დროს არის თაღლითობის დიდი რისკი.. თანხის შეგროვების არანაირი საჭიროება არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სოცქსელებში რაღაც საბანკო ანგარიშები გამოქვეყნებულა, არის მოწოდება თანხის შეგროვებისკენ, მათ შორის მეც ვნახე ერთი და იმავე საბანკო ანგარიში ორ სხვადასხვა გვერდზე, არ მინდა, არავის გულწრფელობაში შევიტანო ეჭვი, მაგრამ რა თქმა უნდა, ასეთ დროს არის დიდი რისკი თაღლითობის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„მოსახლეობას მოვუწოდებ, არანაირი საჭიროება რაიმე თანხის შეგროვების და ა.შ. არ არსებობს. ყველა, იქნებიან დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრები, თუ ზოგადად მთლიანად ამ პროცესში ჩართული ადამიანები, არიან აბსოლუტურად ყველაფრით უზრუნველყოფილი, იქნება ეს საკვები, წყალი, საცხოვრისი, ყველაფრით არიან აბსოლუტურად უზრუნველყოფილი და ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.