თეგებით ძიება

არავის ეთაკილება დახმარების თხოვნა, ახლა დახმარების საჭიროება არ იყო - შალვა პაპუაშვილი

დახმარების საჭიროება არ იყო, ეს თავიდანვე განიმარტა, რომ არ არსებობდა არც ერთი გადაუდებელი სამაშველო ღონისძიება და ამოცანა, რომელიც ვერ შესრულდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შოვში განაცხადა.

„საჭირო არ იყო, ეს თავიდანვე ითქვა და განიმარტა, რომ არ არსებობს არც ერთი გადაუდებელი სამაშველო ღონისძიება და ამოცანა, რომელიც ვერ შესრულდა, ამიტომ არ იყო ამის საჭიროება, თორემ არავის არ ეთაკილება დახმარების თხოვნა. ჩვენც ვეხმარებით ხოლმე ჩვენს მეზობლებს როცა საჭიროა და მეზობლებიც დაგვხმარებიან, მაშინ, როცა ამის საჭიროება იყო. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა ქვეყნებს შორის ურთიერთობაში, ურთიერთდახმარება. თქვენ ხედავთ რა რაოდენობის ტექნიკა, მაშველები და სამხედროები არიან მობილიზებულები, ამიტომ საჭიროება არ იყო“- განაცხადა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა