„მომავლის მოქალაქე დაკარგა ქვეყანამ!“ - რას წერს ირაკლი კუპრაძე გიორგი ყარალაშვილზე?
რამდენიმე საათის წინ სტიქიის ზონაში დაკარგული და-ძმა ყარალაშვილების ცხედრები ამოიცნეს. ამის შესახებ ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს:
„წავიდა ყარალა
გუშინ ღამით დადასტურდა გიორგის და დათოს ამბავი. ოჯახმა არ იცოდა და დარჩა გულის გასახეთქ საიდუმლოდ, რომელიც უბრალოდ მარტო უნდა გამოგეტირა.
არამხოლოდ უბრალოდ კარგი ადამიანი, საოცარი ღირებულების პარტიოტი და მომავლის მოქალაქე დაკარგა ქვეყანამ!
ყარალ, გაგიმარჯოს!“ - წერს ირაკლი კუპრაძე.
ცნობილია, რომ გიორგი ყარალაშვილი სექტემბრიდან სწავლის გაგრძელებას საფრანგეთში, სორბონის უნივერსიტეტში აპირებდა.
შოვში, სტიქიის ზონაში 6 აგვისტოს მონაცემებით ნაპოვნია 18 ცხედარი - მათგან 12 იდენტიფიცირებულია. მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ დაკარგულ 17 ადამიანს.