მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან 4 ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს
ხანძარი იყო გვიან ღამით თბილისში, ლიბანის ქუჩაზე. ხანძარი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე გაჩნდა.
ცეცხლმოკიდებული ბინიდან მეხანძრე-მაშველებმა 4 ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და პოლიცია იყო მობილიზებული.
ხანძარი ლიკვიდირებულია.