„თერთმეტი წელი სულგანაბული ელიან, რომ ოცნება თავის გირგვლიანს მოკლავს და ჩაფარცხავს..“ - რას წერს ლაშა ნაცვლიშვილი?
ყოფილი პარლამენტარი, გენპროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„თერთმეტი წელი სულგანაბული ელიან, რომ ოცნება თავის გირგვლიანს მოკლავს და ჩაფარცხავს, ბუტას ესვრის და იარაღს ჩაუდებს, ვაზაგაშვილს ჩაცხრილავს, სერგო თეთრაძეს წამებაში ამოხდის სულს. არადა, არ შვება ამეებს ოცნება, მოკალი და არ შვება. ვერ გააგირგვლიანეს ბაჩალიაშვილი, ვერ გააგირგვლიანეს შაქარაშვილი - არ იმუშავა სიყალბემ და ცილისწამებამ. ამასობაში, ნახევარი ცხოვრება გავიდა - ამოუღამდათ ლოდინში ბოროტი თვალები. დაბერდნენ, დაჭაღარავდნენ და დაქაჩლდნენ, სამ-სამჯერ გახდნენ და დასუქდნენ, პარტიები და ცოლები გამოიცვალეს (ზოგმა ერთმანეთს გაუცვალა), ცხრაჯერ დაიშალენ და შეიყარნენ, - უშედეგოდ. და უცებ, ბინგო - სტიქია, ათეულობით გარდაცვლილი, იმდენივე უგზო-უკვლოდ დაკარგული. ე ბიჭო, არის, ასრულდა - გაიხარე, ნაცო, წამებულო... და უცებ, ვიღაც გეოლოგები ეუბნებიან, არ იყო მთავრობის ბრალი, ვერ შეტენითო. როგორ, ამხელა "აქტივიც" (ჩვენთვის ტრაგედია) არალიკვიდური აღმოჩნდა?! ამაზე სულ დაცოფდნენ და სრული ბრწყინვალებით ამოარწყიეს კოკასა შიგან ნადგომი. შევეგუოთ, ხალხო, რომ ეს და მომდევნო რამდენიმე კვირა მათი სიმდაბლის, სიმყრალის, სულიერი ექსკრემეტების ბენეფისი იქნება, განსაკუთრებით აქ, ამ სივრცეში. გაგებით მოეკიდეთ-თქო, ვერ გეტყვით, მაგრამ ნურც გაგიკვირდებათ. გულები დაუსკდებათ-თქო, მინდოდა მეთქვა, მაგრამ რომ გაგისკდეს, უნდა გქონდეს....“ - წერს ნაცვლიშვილი.