თეგებით ძიება

„პერიმეტრზე სადაც ცხედრები იქნა ნაპოვნი, ვპოულობთ პირად ნივთებს, ტანისამოსს“ - თემურ მღებრიშვილი

როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დღეს გამოცხადდა გლოვის დღე და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ ოჯახის წევრს, დაზარალებულს მივუსამძიმრო, მწუხარება გამოვთქვა. ეს არ არის მხოლოდ ცალკეული ოჯახების ტრაგედია, ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა და კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ოჯახების მისამართით, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სტიქიის ზონაში სამუშაოები ძებნა-შველის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის შოვში დაღუპული 18 ადამიანიდან 14 იდენტიფიცირებულია. ტერიტორიაზე, სადაც გარდაცვლილების ცხედრები ნახეს, სამძებრო სამუშაოების დროს ნაპოვნია პირადი ნივთები და ტანსაცმელი.

"დღეს ვახდენთ არეალის გაფართოებას, ამ წუთებში მიმდინარეობს კონკრეტული სამუშაოები ამ მიმართულებით. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა კონკრეტულ ლოკაციებზე საძიებო სამუშაოები. ამ დილით გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ კონკრეტულად იმ პერიმეტრზე სადაც ეს ცხედრები იქნა ნაპოვნი, ვპოულობთ პირად ნივთებს, ტანისამოსს, ვიმედოვნებთ, რომ როგორც დავგეგმეთ სწორი მიმართულებით მივდივართ და ვნახოთ დღის განმავლობაში რა შედეგები გვექნება", - თქვა მღებრიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა