თეგებით ძიება

შოვში მომხდარი სტიქიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში მომხდარი სტიქიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაწყებულია. ამის შესახებ ინტერპრესნიუსი წერს. მღებრიშვილის განმარტებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს.

„ინციდენტის პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება, ორი მუხლით არის საქმე აღძრული, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობის დროს, მუხლები შეიძლება გადაკვალიფიცირდეს, გამოძიება დაწყებულია", - განაცხადა მღებრიშვილმა.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ჯამში სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 18 ადამიანი. 16 მოქალაქეს ეძებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა