თეგებით ძიება

"მათ შორის "ჩარეცხეს" მამაჩემიც, ამ უნიკალური პროფესიის განსაკუთრებულად მცოდნე, გააუქმეს გეოლოგიის ინსტიტუტი" - რას წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი?

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ქეთი ჩხეიძე წერს, რომ გელოგები საქართველოს არ ჰყავს.

"მათ შორის "ჩარეცხეს" მამაჩემიც,  ამ უნიკალური  პროფესიის განსაკუთრებულად მცოდნე... 

  2010 წელს დაშალეს საქართველოში გეოლოგიის საუკუნოვანი ინსტიტუტი... მანამდე კი, 

2005 წელს გააუქმეს გეოლოგიის დეპარტამენტი...

მაშინ დასამარდა გვირაბმშენებლობის და გზისმშენებლობის საპროექტო ინსტიტუტი, გეოლოგიური და ტოპოგრაფიული სამსახურები...

ე.წ. ჰიდროპროექტი, 

მსოფლიოში ცნობილი საქართველოს ენერგეტიკის ინსტიტუტი...

მაშინ გაქრა საქართველოს დაწვრილებითი გეოლოგიური რუკები, 

მაშინ გაქრა არქივებიც...

აუქციონზე გაიყიდა ამ ინსტიტუტების და სამსახურების ყველა შენობა... 

საქართველო დატოვა ძალიან მაღალკვალიფიციური გეოლოგების დიდმა ნაწილმა. ვინც დარჩა, იმათ გაუუქმდათ ორგანიზებული სამეცნიერო მუშაობის ინსტიტუციური საყრდენი. 

ასე მოიშალა საუკუნოვანი ქართული გეოლოგიის სკოლა. დღეს ფაქტობრივად აღარც ვზრდით გეოლოგთა ახალ თაობებს. 

მათი პროფესიონალად აღმზრდელი აღარავინ დარჩა, ყველა გაიქცა ან "ჩაირეცხა"... 

ქართველი გვირაბმშენებლები და გეოლოგები გამორჩეული პროფესიონალები იყვნენ. 

ქართველი წყალმაძიებელი გეოლოგები ხელშეკრულებებით, წარმატებით ეძებდნენ წყალს აფრიკასა და არაბეთის ნახევარკუნძულზე, რამდენიმეს პირადად ვიცნობდი, რადგან ჩემი მეზობლები იყვნენ ჰიდრომელეორატორების კორპუსში დღევანდელი ფანასკერტელუს ქუჩაზე...

ამ ყველაფრის პირწმინდად დანგრევას რამდენიმე წელი დასჭირდა, და აშენებას კიდევ ერთი საუკუნე დასჭირდება, თუ იქამდე გადავრჩით და რამე შევძელით... მეეჭვება", - წერს ჩხეიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა