თეგებით ძიება

„გარდაცვლილის, მისი ჭირისუფლისთვის, თუ მთელი საზოგადოებისთვის დიდი არაფერი შეღავათია ბოროტი განზრახვით კლავ, თუ გულგრილობით შემოგაკვდება“ - გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ვინც ახლა შესაძლო დამნაშავეთა “გაპრავებაზე” მუშაობს, უნდა იცოდეს, რომ ის მეორედ კლავს შოვში დაღუპულებს.

ერთადერთი, რამაც ოდნავ მაინც შეიძლება შეუმსუბუქოს ეს საშვილიშვილო ტრამვა მთლიანად ჭირისუფალ საქართველოს და დაამშვიდოს დაღუპულთა სულები, არის სიმართლე და ყველა იმ ადამიანის, თუ ინსტიტუტის გამოვლენა, რომელსაც პირდაპირი, თუ ირიბი დანაშაული მიუძღვის როგორც ტრაგედიამდე, ასევე მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებში….

ერთ ჩემს მეგობარს მინდა შევეხმიანო, რომელიც ისევ ნაცებთან შედარებით “აპრავებს” ოცნებას მის “ჰუმანურობაზე” აპელირებით.

სინამდვილეში გარდაცვლილის, მისი ჭირისუფლისთვის, თუ მთელი საზოგადოებისთვის დიდი არაფერი შეღავათია ბოროტი განზრახვით კლავ, თუ გულგრილობით შემოგაკვდება. 

ეს სისტემური სიმახინჯე სინამდვილეში აერთიანებს ორივე ხელისუფლებას და არა ყოფს, როგორც შენ ხატავ… - წერს ხუხაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა