თეგებით ძიება

შოვში მომხდარზე გამოძიება პირველივე წუთებში დაიწყო? - ახალი ინფორმაცია

რაჭაში, შოვში, სტიქიური უბედურების მეხუთე დღეს, 7 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ამბობს, რომ გამოძიება დაწყებულია.

„ინციდენტის პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, ორი მუხლით არის საქმე აღძრული, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს, შეიძლება, გადაკვალიფიცირდეს მუხლები. ასე რომ, გამოძიება, რა თქმა უნდა, დაწყებულია", - თქვა მღებრიშვილმა.

რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გაარკვია, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:

მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით;

მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.

შოვში ღვარცოფი და მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა. მას შემდეგ ადგილზე ჩავიდნენ მაღალჩინოსნები და არაერთი განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, თუმცა საუბარი არ ყოფილა გამოძების დაწყებაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა