თეგებით ძიება

10-12 წუთში მოსახლეობის ევაკუაცია მოესწრებოდა? - ჰიდროლოგი შოვის სტიქიაზე

10-12 წუთში მოსახლეობის ევაკუაციას ვერ მოასწრებ, ამის წინდაწინ ცოდნა, ჩვენს პირობებში, წარმოუდგენელია, - ამის შესახებ ჰიდროლოგმა, დავით კერესელიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„მანძილი იმ წერტილიდან, საიდანაც დაიწყო პროცესი, 7 კმ-ია. სიჩქარე წამში, დაახლოებით 5-10მ-ია, ანუ საათში, დაახლოებით 18 კმ. იქ მივიდოდა დაახლოებით, 10-12 წუთში. აღნიშნულ დროში ვერაფერს გააკეთებ, მოსახლეობის ევაკუაციას ვერ მოასწრებ, თუ წინდაწინ არ იცი, რომ ეს უნდა მოხდეს და ამის წინდაწინ ცოდნა, ჩვენს პირობებში, წარმოუდგენელია.

ვფიქრობ, ეს ძალიან უცბად მოხდა და ჩამოყალიბდა, თუმცა შესაძლოა, ვცდები“, - განაცხადა შოვში განვითარებულ სტიქიაზე საუბრისას კერესელიძემ.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენების წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა