„სპარიდან“ სიგარეტის მოპარვისთვის შვეიცარიაში სამი ქართველი დააკავეს
შვეიცარიის ქალაქ ბადენში სამი ქართველი დააკავეს, რომელიც „სპარის“ სუპერმარკეტიდან სიგარეტს იპარავდნენ. ამის შესახებ უცხოურ მედიაზე დაყრდნობით spnews.io წერს
პოლიციამ „სპარის“ მოლარემ მიმართა, რომლის ინფორმაციით, ერთმა ქართველმა მისი ყურადღება გადაიტანა, ხოლო ორმა ამ დროს რამდენიმე ბლოკი სიგარეტი მოიპარეს.
პოლიციამ თავდაპირველად 26 წლის ქართველი დააკავა, რომელიც მაღაზიის მახლობლად იმყოფებოდა. დანაშაულის ორი თანამონაწილე (26 და 31 წლის) პოლიციამ დაახლოებით ერთ საათში დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, მათ რამდენიმე ასეული შვეიცარიული ფრანკის ღირებულების სიგარეტი მოიპარეს.
ახლა სამართალდამცველები სხვა დანაშაულებთან ამ ჯგუფის კავშირის დადგენას შეეცდებიან.