თეგებით ძიება

„ქვეყანაში, სადაც მშობლები დაკარგულ ბაშვებს ეძებენ - არ შეიძლება რამეს ვზეიმობდეთ!... “ - ნიკა მელია

საქართველოს ჰყავდა და ჰყავს, მედროვე ჩინოვნიკები - ოპოზიციასა თუ ხელისუფლებაში, რომლებიც აგვისტოს ომის დროსაც და ახლაც რესტორანში თავისუფალ ადგილებს ეძებენ.... - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია წერს:

„7 აგვისტო რუსეთის მიერ საქართველოში ომის დაწყების დღეა, ბრძოლის, არდანებებისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ისტორიაა, ამას შეეწირნენ გმირები; 

და დღეს, როდესაც ქვეყანაში მოხდა ტრაგედია, ბუნებრივი კატასტროფა, რომლის პრევენციის პასუხისმგებლობა ცხადია მხოლოდ ხელისუფელბაზეა, თუმცა სამოქალაქო, ადამიანური და მორალური პასუხისმგებლობა გვაქვს თითოეულ ჩვენთაგანს და ყველას ერთად - რომ მინიმუმ თანავუგრძნოთ დაღუპულთა ოჯახებს;

ქვეყანაში, სადაც მშობლები დაკარგულ ბაშვებს ეძებენ - არ შეიძლება რამეს ვზეიმობდეთ!

მითუმეტეს წარმოუდგენელია ამას აკეთებდეს პოლიტიკოსი, რომელიც მიუხედავად იმისა, მთავრობის წარმომადგენელია თუ ოპოზიციის, უნდა წარმოადგენდეს ხალხს...

საქართველოს ჰყავდა და ჰყავს გმირები, რომლებიც საკუთარი სისხლის ფასად წერდნენ საქართვლოს უკეთესი მომავლის ისტორიას...

საქართველოს ჰყავდა და ჰყავს, მედროვე ჩინოვნიკები - ოპოზიციასა თუ ხელისუფლებაში, რომლებიც აგვისტოს ომის დროსაც და ახლაც რესტორანში თავისუფალ ადგილებს ეძებენ.... 

შემდეგ კი მათი "უფროსები", ჟურნალისტების კრიტიკულ კითხვებს, ერთნაირი "გაპრავებით" პასუხობენ...

P.S დღევანდელ დღეს სხვა ტიპის პოსტის დაწერას ვაპირებდი, თუმცა ტვ მთავარის სიუჟეტი ვნახე, იხილეთ კომენტარებში...“ - წერს მელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა