თეგებით ძიება

ქეიფი გლოვის ნაცვლად - ხელისუფლებისა და ოპოზიციის ზოგიერთ წევრი გუშინ მხიარულობდა (ვიდეო)

შოვში დატრიალებული ტრაგედიისა და გლოვის დღეების მიუხედავად ხელისუფლებისა და ოპოზიციის ზოგიერთ წევრი გუშინ ქეიფობდა, რისი ამსახველი კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

მარტვილის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები გუშინ გვიან ღამემდე დაბადების დღეს მარტვილის რესტორან "პლაზაში" აღნიშნავდნენ. შვილიშვილის ნათლობას აღნიშნავდა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან". მძიმე დღეების მიუხედავად ქეიფიდან არც მუსიკალური ნაწილი ამოუღიათ. ლევან ანთაძე შვილიშვილის ნათლობას ადასტურებს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე კი ოპონენტებს დეზინფორმაციულ კამპანიაში ადანაშაულებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა