მეგი, დედასავით მოუარე გიგის, როგორც სიცოცხლეში უვლიდი... - რას წერენ სტიქიას შეწირულ და-ძმის შესახებ?
ცნობილი გახდა, რომ მარიტა გუტაშვილის დაკარგული და-ძმა გარდაცვლილები იპოვეს.
ახლობლები ახალგაზრდებს გლოვობენ.
„ჩემო ჭკვიანო ბავშვებო, ჩემს თვალწინ გაზრდილებო, მეგი დედასავით მოუარე გიგის როგორც სიცოცხლეში უვლიდით შენ და მარიტა, ღმერთი კი ორივეს მოგივლით. მჯერა თავისთან ახლოს დაგიმკვიდრებთ ცათა სასუფეველს! ჩემო ანგელოზებად გადაქცეულო ბავშვებო, მიყვარხართ,“ - წერს ოჯახის ახლობელი.